სტატიები

Published on: 14 January 2019

სრულიად ახალი Supra: ასეთი გამოვია ის გაყიდვაში

დეტროიტის ავტოშოუზე წარმოდგენილი იქნა ახალი თაობის Toyota Supra-ს სერიული ვერსია. ის არის Toyota-სა და BMW-ს ერთობლივი პროექტი – ბოლომ გამოუშვა როდსტერი Z4. ორივე ავტომობილი ერთი და იმავე პლატფორმაზე არის შექმნილი, გააჩნიათ მსგავსი ძრავები და კიდევ სხვა დეტალები. იაპონურმა მოდელმა შეინარჩუნა კლასიკური წყობა – ძრავა წინ, წამყვანი თვლები – უკან. ტოპ ვერსია აღჭურვილია სამი ლიტრი მოცულობის ექვს ცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 340 ცხენის ძალას. ასმათან იაპონელებმა 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავაც შემოგვთავაზეს, რომელსაც გააჩნია სიმძლავრის ორი დონე: 197 ცხ.ძ. და 258 ცხ.ძ. ამასთან ერთად, მძღოლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტარების ორი რეჟიმი – Normal და Sport-ი. ლეგენდალური კუპე გაყიდვაში ამ ზაფხულს გაეშვება.

თეგები: , ,


Back to Top ↑