Uncategorized

Published on: 25 December 2014

სოფო სალუქვაძემ Porsche 911 მოიგო!

წყარო: Marketer.ge

2014 წელს მარტინი ფორმულაში დაბრუნდა და Williams-ის გუნდს შეურთდა. Martini-ის 70იანი წლებიდან სხვადასხვა ავტო რბოლებში ძალიან დიდი და წარმატებული ისტორია აქვს.

martini-back

რეისინგში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომპანიამ განახორციელა გლობალური კამპანა: “Race To Desire”, რომლის ფარგლებში მარტინიმ გაათამაშა პორშე 911, საგზური სუპერ ფინალზე მილანში და სხვა პრიზები.

გათამაშების მთავარი მოტივი იყო მარტინის ახალი კამპანიის იდეა და სლოგანი Begin Desire, ყველაფერი იწყება სურვილით. გათამაშების პრიცნიპიც ეგ იყო, ნებისმიერს შეეძლო ჩართულიყო და გამოეცადა სურვილის სიძლიერე.

გლობალურ გათამაშებაში ჩაერთო საქართველოც, ადგილობრივ დონეზე კონკურსს ორგანიზება გაუწია ოფიციალურმა წარმომადგენელმა გდ ალკომ. გათამაშებაში საქართველოდან ჩაერთო 4 000მდე კონკურსანტი, პირველი ტურის წესი გულისხმობდა ორიგინალური პასუხის გაცემას კითხვებზე, ხოლო მეორე ტურის ფარგლებში კონკურსნატებს უნდა აეტვირთათ სურათი კოქტეილ მარტინი როიალთან ერთად. საბოლოოდ მარტინისა და პორშეს გლობალურმა წარმომადგენლებმა ყველაზე ორიგინალურად და ძლიერი სურვილის მქონედ შეაფასეს სოფო სალუქვაძე, რომელიც გაემგზავრა მილანში სუპერ ფინალზე სადაც თამაშდებოდა მთავარი პრიზი პორშე 911.

სუპერ ფინალში მონაწილეობდა 15 ქვეყნის ანალოგიური წესით გამარჯვებული ფინალისტები. სუპერ ფინალის მთავარი კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაემტკიცებინათ თუ რატომ იმსახურებდნენ პორშე 911-ის მოგებას. სოფომ ჟიურის აღფრთოვანება შეძლო, მან არაჩვეელბრივი სიმღერით დაუმტკიცა, რომ სწორედ ის იმსახურებდა პორშე 911-ს.

სოფოსთვის სპეციალურად დამზადდა ახალი პორშე, რომელიც 28 დეკემბერს უკვე თბილისში შემოვა. რესტორან-ლაუნჯ აკადემიაში სუპერ პრიზი ოფიციალურად და საზეომოდ გადაეცემა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑