Published on: 12 October 2017
შვეიცარილებმა ავტომობილი-სკეიტბორდი შექმნეს
შვეიცარიულმა კომპანია Rinspeed -მა ახალი კონცეპტი წარმაოდგინა, სახელწოდებით Snap -ი. ამ ავტომობილის მთავარი განსაკუთრებულობდა მდგომარეობს იმაშ, რომ ძარა ეყოფა სავალ ნაწილს. თვითონ კომპანიაში კი სამოძრაო პლატფორმას, რომელიც კონცეპტს უდევს საფუძვლად, “სკეიტბორდს” ეძახიან. საჭიროების შემთხვევაში მასზე სხვადასხვა ტიპის ძარის მოთავსება არის შესაძლებელი: დაწყებული ოფისისგან, დამთავრებული სატვირთო კონტეინერამდე.
კონცეპტი Snap -ი სრულიად ელექტრონულია. ამასთან ავტომობილი აღჭურვილია ავტომატური გადაადგილების სისტემით. სხვა ტექნიკურ დეტალებს ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროვებენ.
Rinspeed -ში აღნიშნავენ, რომ ამდაგვარი მიდგომით ისინი ცდილობენ გადატვირთულ გზებსა და ცუდ ეკოლოგიაზე რაიმე ზემოქმედება მოახდინონ. კონცეპტის ცოცხალი ჩვენება კი 2018 წლის იანვრის თვეში ლას-ვეგასში გამართულ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე გაიმართება.