Published on: 30 October 2014
შევეგებოთ BMW X5 -ისა და X6 -ის M ვერსიებს
BMW -მ ფარდა ახადა X5 -ისა და X6 -ის M ვერსიის საიდუმლოებებს. ავტომობილების მსოფლიო პრემიერა ნოემბრის ბოლოს ლოს-ანჯელესში გაიმართება. “დამუხტული” კროსოვერები მიიღებენ ერთნაირ V8 ძრავებს, ბევრ სპორტულ გაუმჯობესებას მექანიკასა და ელექტრონიკაში, ასევე კომფორტულ სალონს.
მაშ ასე დავიწყოთ რა თქმა უნდა მთავრით. 4,4 ლიტრიანი ბენზინის ძრავა ორი ტურბოგამაძლიერებლით ანვითარებს 567 ცხენის ძალასა და 750 ნმ -ს.ავტომობილები აგრეთვე აღჭურვილები იქნებიან 8 საფეხურიანი ტრანსმისიით – M Streptronic -ით. ავტომობილები 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებენ 4,2 წამში. ავტომობილებს ასევე გააჩნიათ ამორტიზირების სამი რეჟიმი. რათქმაუნდა გაუმჯობესებულია ასევე საჭე და მუხრუჭები.
X5 M -მა და X6 M -მა მიიღეს აგრესული პერედოკი ახალი ბამპერითა და ჩარჩოთი, უკანა დიფუზორი, ოთხმილიანი გამოსაბოლქვი სისტემა და 21 დიუმიანი დისკები Michelin Pilot Super Sport UHP რეზინით. კომფორტული სალონი გაწყობილია ტყავში და ალკანტარაში. პედლების ბლოკი დამზადებულია ალუმინისგან. მძღოლისა და მგზავრების გამხიარულებაზე იზრუნებს აუდიო სისტემა Harman Kardon.