Published on: 24 April 2017
საქართველოს ავტოპარკი და ყველაზე პოპულარული ავტომობილები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევების შედეგები, რომლებიც ასახავენ 2016 წლის ქართული ავტოპარკის მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლისთვის საქართველოს ავტოპარკის ზრდის მაჩვენებლმა 8% შეადგინა.
ავტოპარკის 81,5% მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენენ. სამგზავროები – 4,5%, ხოლო სატვირთოები – 8,3%.
საქართველოშა არსებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტომობილების რაოდენობა ავტოპარკში მხოლოდ 1,3% -ს შეადგენს.
მარკებს შორის ლიდერობენ Mercedes-Benz -ი და Opel -ი. ხოლო კონკტეტული მოდელებიდან კი Opel Astra და Mercedes-Benz E -კლასი, მათ მოსდევენ MERCEDES-BENZ C და OPEL VECTRA.
საქართველოში გავრცელებული ბრენდების პირველი ათეული და ზრდა 2015 წელთან შედარებით:
Mercedes-Benz | 161797 | + 10% |
Opel | 126170 | + 5% |
Ford | 92914 | + 4% |
BMW | 60580 | + 7% |
Toyota | 60245 | + 31% |
VW | 54717 | + 3% |
Nissan | 52641 | + 31% |
Mitsubishi Motors | 44872 | + 10% |
Honda | 40808 | + 25% |
Subaru | 17574 | + 23% |
ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მოდელი:
OPEL ASTRA | 55608 |
MERCEDES-BENZ E | 49794 |
MERCEDES-BENZ C | 42699 |
OPEL VECTRA | 40716 |
VOLKSWAGEN GOLF | 25342 |
BMW 3 series | 23660 |
BMW 5 series | 23052 |
MITSUBISHI Pajero/io/montero | 21327 |
HONDA FIT/JAZZ | 14753 |
MERCEDES-BENZ ML | 13371 |
ავტოპარკის პროცენტული შემადგენლობა ასეთია:
მსუბუქი | 60,9% |
მსუბუქი მაღალი გამავლობის | 20,7% |
სამგზავრო | 4,5% |
სატვირთო | 8,3% |
სასოფლო სამეურნეო | 2,2% |
სპეც.ტექნიკა | 0,3% |
სპეციალიზებული | 0,9% |
მისაბმელი | 1,7% |
მოტოტრანსპორტი | 0,6% |
ავტოპარკის ასაკობრივი შეფასება :
ასაკი | რაოდენობა | პროცენტული მაჩვენებელი | ზრდა/კლება |
1-3 წლის | 15027 | 1,3% | –5,4% |
4-6 წლის | 27050 | 2,3% | +16,7% |
7-10 წლის | 63888 | 5,4% | +2,7% |
11-20 წლის | 537376 | 45% | +6,9% |
20 წელზე ძველი | 550634 | 46% | +9,8% |
მსუბუქი ავტომანქანების რაოდენობა ფერების მიხედვით:
- რუხი/ვერცხლისფერი – 292450
- თეთრი – 155111
- შავი – 132039
- ლურჯი – 130601
- მწვანე – 82842
- წითელი – 80199
- ყავისფერი – 52851
- ყვითელი – 22930
- იისფერი – 10671
- ნარინჯისფერი – 10297
- მეწამული – 3001
- ვარდისფერი – 460
- მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მოთხოვნადია „ჰეტჩბეკი “ ძარის ტიპის მქონე ავტომანქანები.
- როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD, რომელიც სამგზავროების 47%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების – 30%-ს.
- თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 5-მდე მერყეობს. საქართველოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელია – 4.
- პირველადი რეგისტრაციების მიხედვით მსუბუქი ავტომანქანების წილი 68,9%-ია, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის – 23,2%.
- როგორც პირველადი რეგისტრაციებიდან ირკვევა, კაცები უპირატესობას MERCEDES-BENZ- ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები – TOYOTA-ს. მოდელებიდან კაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES-BENZ E, ხოლო ქალებში ლიდერობს NISSAN TIIDA
- 3 წლამდე ასაკის ავტომანქანებიდან 2016 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო TOYOTA (1398), რომელსაც მოსდევს FORD (350), HYUNDAI (290), MERCEDES-BENZ (269), SKODA (227) და ა.შ.
- 2016 წლის განმავლობაში პირველადი რეგისტრაცია გაიზარდა 5%–ით, ხოლო ექსპორტ– რეექსპორტი შემცირდა 17%–ით. ახალ ავტომანქანებში პირველადი რეგისტრაციების რაოდენობამ 27%–ით გადააჭარბა ექსპორტ/რეექსპორტის რაოდენობას.
მსუბუქი ავტომანქანები ძარის ტიპების მიხედვით:
სედანი | 45,0% |
მაღალი გამავლობი | 25,3% |
ჰეჩბეკი | 21,3% |
ვენი | 4,2% |
კუპე | 1,5% |
ფურგონი | 1,3% |
ფაეტონი | 0,6% |
პიკაპი | 0,7% |
კაბრიოლეტი | 0,2% |
ლიმუზინი | 0,0% |
ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება მფლობელთა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით:
- თბილისი – 36,7%
- იმერეთი/რაჭა-ლეჩხუმი – 13,6%
- ქვემო ქართლი – 9,8%
- კახეთი – 8,2%
- აჭარა – 8,2%
- სამეგრელო-ზ/სვანეთი – 6,3%
- შიდა ქართლი – 5,6%
- სამცხე–ჯავახეთი – 4,2%
- მცხეთა-მთიანეთი – 2,7%
- გურია – 2,4%
- აფხაზეთი – 1,8%
- უცნობია – 0,4%
- სამაჩაბლო – 0,1%
2016 წლის 7 ფავორიტი მოდელი მსუბუქ ავტომანქანებში გენდერული განაწილების გათვალისწინებით / პირველადი რეგისტრაციის მიხედვით /
მამაკაცებში:
MERCEDES-BENZ E | 7.4% |
OPEL ASTRA | 5.7% |
MERCEDES-BENZ C | 5.7% |
HONDA FIT | 5.7% |
NISSAN TIIDA | 4.5% |
TOYOTA PRIUS | 4.2% |
SUBARU FORESTER | 2.5% |
ქალებში:
NISSAN TIIDA | 9% |
HONDA FIT | 8% |
TOYOTA PRIUS | 6% |
TOYOTA VITZ | 4.7% |
NISSAN NOTE | 4% |
MERCEDES-BENZ C | 3% |
MERCEDES-BENZ E | 2.9% |
წყარო: Police.ge