Published on: 11 December 2017
სამი ბრენდის ავტომობილები “მექანიკის” გარეშე დარჩებიან
Alfa Romeo -ს, Maserati -სა და Ferrari -ს მომავალი მოდელები მექანიკური გადაცემათა კოლოფის გარეშე იქნებიან ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Alfa Romeo -სა და Maserati -სა საინჟინრო განყოფილების უფროსმა რობერტო ფედელიმ პრესასთან საუბარში განაცხადა.
ტოპ-მენეჯერმა Ferrari California -ს ისტორია მოიყვანა მაგალითად. მისი სიტყვებით ავტომობილის მექანიკური ვერსიის შემუშავებისთვის ავტომწარმოებელმა 10 მლნ ევროს ინვესტიცია გააკეთა, თუმცა სულ სამი ასეთი ავტომობილი გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ ადრე მსგავს გეგმებზე ლაპარაკობდნენ BMW -შიც. კერძოდ BMW M -ის მარკეტინგისა და გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი პიტერ კვინტი გამოხატავდა ეჭვებს იმის შესახებ, რომ იქნებოდა თუ არა M3 -სა და M4 -ის მომავალი თაობა მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი.