სტატიები
Published on: 25 August 2015
S-Class -ის კაბრიოლეტის დაბრუნება 44 წლის შემდეგ
Mercedes-Benz -ი უკვე დიდი ხანია გვპირდება S-Class -ის სამოდელო რიგის გაფართოებას და შემოგვთავაზა ახალი კაბრიოლეტი. Mercedes-Benz S-Class Cabrio გარეგნობის მხრივ ვერ გაგაკვირვებთ – ჩათვალეთ აქ ყველაფერია რაც კუპე ვერსიაში, რა თქმა უნდა სახურავს თუ არ ჩავთვლით.
ავტომობილის სალონი კომფორტულად არის მოწყობილი. მოპირკეთებულია ხარისხიანი ტყავით, პლასტიკითა და მეტალით. ვიმედოვნებთ, რომ გერმანელებმა რამე განსაკუთრებული შემოგვინახეს პრეზენტაციისთვის და არ ახმაურებენ. თვითონ პრეზენტაცია გაიმართება დაახლოებით სამ კვირაში, რაც დიდი პერიოდი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ S-Class -ის კაბრიოლეტის დაბრუნებას ჩვენ 44 წელი ველოდეთ.