Published on: 24 November 2015
რუმინეთში თითქმის ახალი BMW 8-Series -ი იყიდება
ამ BMW -ს შეუძლია კლასიკური ბავარიული კუპის ყველა მოყვარულის “საოცნებო ავტომობილის” როლზე წარდგენა. თქვენ განსაჯეთ:მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე 1991 წლის BMW 350i, შავი ტყავის სალონითა და გამავლობით სულ რაღაც 1790 კმ. სწორედ ასეთი ავტომობილი გამოიტანეს გასაყიდად ბუქარესტში.
გამყიდველმა ავტომობილი სულ ახალ მდგომარეობაში იყიდა და თითქმის არ გამოუყენებია ის. იმის მიუხედავად, რომ 8-Series -ი იმ დროს შედარებით დიდი ტირაჟით გაიყიდა, მოდელი 850i 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ძნელი საშოვნელია.
ამასთან გეტყვით, რომ BMW 8-Series -ი მსოფლიოში პირველი ავტომობილია, რომელშიც 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს V12 ძრავასთან.
ძრავის მოცულობა შეადგენს 5 ლიტრს. ეს არის 300 ცხენის ძალის მქონე M70 ძრავა, რომლის საშუალებითაც E31 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 6,8 წმ -ში. ავტომობილის ზუსტი ფასი უცნობია, მაგრამ სხვადასხვა ცნობებით თუ ვიმსჯელებთ მისი საწყისი ფასი უნდა შეადგენდეს 100 000 ევროს.