Published on: 27 September 2017
როგორ დავიცვათ მანქანა ყველაზე გავრცელებული საფრთხეებისგან
წინა სტატიაში ავარიებზე და მათი პრევენციის გზებზე ვისაუბრეთ, თუმცა მანქანებს ავტოსაგზაო შემთხვევების გარდა სხვა საფრთხეებიც ემუქრებათ ხოლმე. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობის თავიდან აცილება სადაზღვევო პაკეტების შეძენით შეიძლება.
სტიქიური უბედურებები და სეტყვა
“მუშტისხელა სეტყვა იყო ლამის, თავი ცალკე გამიტეხა და მანქანაც ვერ გადავარჩინე. მაგარი დაგრუზული ვარ”
“როგორც კი ქარი და წვიმა იწყება, ეგრევე ეზოში ჩავრბივარ გიჟივით და სახლში არსებული ყველა “ადიელა” ჩამაქვს”
“ჩემი ტანსაცმელი გავიხადე და მანქანას ჩავაცვი, გაშრება და შევხედავ კიდევ”
ასეთი ისტორიები ალბათ თქვენც მრავლად მოგისმენიათ. უამინდობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, გადახურული პარკინგი კი – საკმაოდ იშვიათი მოვლენა. თუ არ გაგიმართლათ და საშიშ ზონაში მოყევით, ბუნებრივი მოვლენებით დაზიანებული მანქანის შეკეთება რამდენიმე ასეული ლარიც კი შეიძლება დაგიჯდეთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ:
1) სისტემატურად შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი. სმარტფონების ეპოქაში ეს არც ისე რთულია.
2) გამოიყენეთ დიდი შენობების სახურავები შესაფარებლად. თუ სეტყვას “შიშველი ხელებით” შეხვდით, დააფარეთ მანქანას სავარძლების ქვეშ არსებული ხალიჩები.
3) თუ ავტომობილში იმყოფებით, გააჩერეთ და დარჩით ადგილზე; სასურველია, იპოვოთ რაიმე საფარი, მაგალითად, ხიდი. მოერიდეთ სეტყვის მარცვლებით დაფარულ ადგილებს, სადაც შესაძლოა მართვა დაკარგოთ. ფანჯრები დახურეთ და ფანჯრისკენ ზურგით დასხედით, რათა ჩამსხვრევის შემთხვევაში აირიდოთ დაზიანებები.
4) ისარგებლეთ ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური სოციალური პროექტით: მიიღეთ სტიქიის პოლისი უფასოდ (გააქტიურება ონლაინ შეიძლება და მთელი წელი დაცული იქნებით წყალდიდობით, დიდთოვლობით, ქარიშხლით, მეწყერით თუ მიწისძვრით მიყენებული ზარალისგან). წელიწადში 6 ლარად კი შეგიძლიათ სეტყვაზე ნერვიულობაც დაივიწყოთ.
საგნების დაცემა
თავისუფალი პარკინგის პოვნა მანქანებით გადატვირთულ ქალაქში დიდი პრობლემაა, ამიტომაც კრიტერიუმები, რომლითაც გასაჩერებელ ადგილს ვაფასებთ, ხშირად ზედმეტად რბილიც კია. შედეგად, ჩვენს ჯიბეს და ავტომობილის ზედაპირს სერიოზული საფრთხის წინაშე ვაყენებთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ:
1) თუ თქვენი მანქანა უკვე მოგბეზრდათ და გსურთ, დროულად შეცვალოთ ახლით, გააჩერეთ ის მიმდინარე მშენებლობასთან. დიდი შანსია, თქვენი ოთხთვალა ცემენტის გროვის ქვეშ ჩაიმარხოს.
2) გამხმარი ხეები და ძლიერი ქარი ძალიან ცუდი კომბინაციაა. უნდა მოერიდოთ სარეკლამო ბანერების ქვეშ გაჩერებასაც, რადგან მათი დიდი ნაწილი არასაიმედოდაა დამაგრებული.
3) ეცადეთ, არ დაპარკინგდეთ პირდაპირ საცხოვრებელი ბინის აივნის ქვეშ. დაწყებული სიგარეტის ნამწვებით, დასრულებული ქოთნის მცენარეებით, თქვენს მანქანას უამრავი რამ შეიძლება დაეცეს.
4) დააზღვიეთ თქვენი ავტომობილი საგნების დაცემისგან ონლაინ რეჟიმში – mygpi.ge
ქურდობა
გამქრალი მანქანა ყველა მძღოლისთვის ნაცნობი შიშია. მიუხედავად დაცვის თანამედროვე სისტემებისა, მსოფლიოში ყოველ 44 წამში ერთ მანქანას იპარავენ. ქურდობის პრევენცია რთული, მაგრამ შესაძლებელია (სხვათა შორის, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ქურდებს სერიოზულად აფრთხობთ).
რა უნდა გავითვალისწინოთ:
- არასდროს დატოვოთ გასაღები მანქანაში. დაკეტეთ სახურავი და ასწიეთ ყველა ფანჯარა.
- მოერიდეთ მანქანაში გამოსაჩენ ადგილას ჩანთების, ტექნიკის, მობილურისა და საფულის დატოვებას.
- გახსოვდეთ, რომ პოლისი ავტო კლასიკი (სრული) არა მხოლოდ ვანდალიზისგან დაგიცავთ, არამედ ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისგანაც.
ფაქტია, როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს, რომ ცხოვრება ისე განვითარდეს, როგორც ჩვენ ვგეგმავთ – სამწუხაროდ, გაუთვალისწინებელი მოვლენები ხდება. ნუ იქნებით მხოლოდ იღბლიანობის იმედზე – დააზღვიეთ მანქანა და იცხოვრეთ მშვიდად.
რუბრიკის სპონსორია GPI Holding