Published on: 07 December 2019
Porsche ოთხი ძრავის მქონე კროსოვერზე მუშაობს
Porsche-ს ინჟინრები სრული ამძრავის ინოვაციური სისტემაზე მუშაობენ, რომელიც აწყობილი იქნება ოთხი ელექტრო ძრავის ბაზაზე. თითოეული ძრავა ერთ ბორბალს მოიყვანს მოქმედებაში. Porsche-ს შეფასებით, ეს ავტომობილს საშუალებას მისცემს “მოუხვიოს თოვლზე, როგორც რელსებზე”. ორი წლის განმავლობაში გერმანელი სპეციალისტები ახალ სისტემას ტესტავდნენ. საბოლოოდ მათ შეძლეს სრული ამძრავის ინტელექტუალური სისტემის დაკონფიგურირება, რომელსაც მოცურების დროს შეუძლია ჩაერთოს ავტომობილის მართვის პროცესში და მოახდინოს ბალანსირება.
Porsche-ში თვლიან, რომ ასეთი ტიპის ავტომობილებს, შიდა წვის ძრავისა და დიფერენციალური სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვთ.მაგალითად ის, რომ ბრუნვითი მომენტი ელექტრონული ძრავისგან ბორბალს მყისიერად გადაეცემა.