სტატიები

Published on: 24 February 2017

Porsche -მ ჰიბრიდების მეფე აჩვენა (+ვიდეო)

Porsche -მ ახალი მოდელის წარმოების შესახებ განცხადება გააკეთა. საუბარია Panamera Turbo S E-Hybrid -ზე, რომელიც მოძრაობაში მოჰყავს 4-ლიტრი მოცულობის ტურბინირებულ V8 ძრავასა (550 ცხ.ძ.) და ელექტრონულ აგრეგატს. საერთო სიმძლავრე 660 ცხ.ძ. და 850 ნმ ბრუნვითი მომენტია, რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს 0-100 კმ/სთ აჩქარება 3,4 წმ -ში გააკეთოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ გახლავთ.

ჰიბრიდი 100 კმ -ზე საშუალოდ 2,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამასთან გერმანელები აცხადებენ, რომ 50 კმ მანძილის გავლა ავტომობილს შიდა წვის ძრავის გარეშე შეუძლია. Porsche -ში ირწმუნებიან, რომ 14,1 კვტ/სთ მოცულობის ლითიუმ-იონური ბატარის დატენვა 230 ვოლტი დენის წყაროს საშუალებით 6 საათში არის შესაძლებელი.


თეგები: , , ,


Back to Top ↑