სტატიები

Published on: 07 August 2015

Porsche 911 -ის ტაილანდელი მეტოქე

ტაილანდურმა სტუდია Vanatical Design -მა და სტარტაპმა Aeterno Motors -მა თავიანთი ქმნილების ახალი ტიზერი გამოაქვეყნეს და მას რამოდენიმე დეტალიც მოაყოლეს. კერძოდ კი ცნობილი გახდა სპორტქარის სახელი, რომელიც შესაძლოა Porsche 911 -ის მეტოქედ იქცეს – Condico.

ტაილანდელი ენთუზიასტები ღრმად არიან დარწმუნებულები ავტომობილის გაშვებაში და ამასთან ხმამაღალ დაპირებებსაც იძლევიან. მაგალითად, გვპირდებიან, რომ ეს იქნება არა მხოლოდ განსაცვიფრებელი ავტომობილი, არამედ ხელოვნების ნიმუშის ინჟინერიასთან განსაცვიფრებელი შერწყმა.

ასევე ცნობილია ავტომობილის ფასიც, რომელიც მოექცევა $85 000 -სა და $135 000 -ის ფარგლებში. დამოკიდბული იქნება ავტომობილის ვერსიაზე.

0e776f5400d1fb57c91df30ced

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ მის გარეგნულ მხარეზე პასუხს აგებს 15 წლის ბიჭი – Jennarong Muengtaweepongsa. მასთან ერთად საერთო სტილზე და გაფორმებზე პასუხს აგებს სტუდია Vanatical -ი. ხოლო Condico -ს წარმოებაზე კი Aeterno -ი. ავტომობილის გაყიდვები უკვე 2016 წლისთვის უნდა დაიწყოს, ხოლო პრემიერა სავარაუდოდ უფრო ადრე გაიმართება.

თქვენ რას ფიქრობთ? გაამართლებს ეს სტარტაპი?

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑