Published on: 12 June 2018
Porsche 911-ის ახალი მოდელი შემოდგომაზე იქნება წარმოდგენილი
ინსაიდერები იტყობინებიან, რომ სპორტქარის ახალი თაობა წინამორბედთან შედარებით უფრო მძლავრი, დიდი და ტექნოლოგიური იქნება. ახალი მოდელის საჯარომ პრემიერა შემოდგომის ბოლოს ლოს-ანჯელესის ავტოსალონის ფარგლებში გაიმართება. ხოლო გაყიდვების დაწყება შემდეგი წლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.
თავდაპირველად გაყიდვებში მხოლოდ უკანა ამძრავიანი ვერსიები გამოვლენ, ხოლო ყველა დანარჩენი შემდგომ თვეებში.
წყაროს თუ დავუჯერებთ, მაშინ სიმძლავრის 20 ცხენის ძალით გაზრდამ, აეროდინამიკის მახასიათებლებისა და გადაცემათა კოლოფის გაუმჯოებესებამ ავტომობილს გაუმჯობესებამ საშუალება უნდა მისცესავტომობილს, რომ 100 კმ/სთ აჩქარება სამ წამზე ნაკლებ დროში განავითაროს. ამასთან ერთად მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ იქნება. ასევე დადის ჭორები, რომ ავტომობილი პრინციპულად ახალპლატფორმაზე იქნება აწყობილი. ახალი 911-ის სალონში გამოჩნდება ციფრული ხელსაწყოთა პანელი და მილტიმედიის სამართავი სენსორული ბლოკი.