Published on: 07 September 2015
Porsche 911 განახლდა
Porsche -მ განაახლა 911 და გამოუშვა ორ ვერსიაში – Carrera და Carrera S. ორივე აღიჭურვა 6 ცილინდრიანი ტვინ-ტურბო ძრავითა და გახდნენ საგრძნობლად სწრაფები.
ძველი ძრავა ჩაანაცვლა სამ ლიტრიანმა აგრეგატმა, რომელიც გამოიმუშავებს 370 ცხენის ძალასა და 450 ნმ ბრუნვით მონეტს (+20 ცხ, 60ნმ), ხოლო S ვერსიაში 420 ცხ.ძ. -სა და 500 ნმ -ს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, მას წარმოადგენს 7 საფეხურიანი მექანიკა.
ყველაზე სწრაფი “კარერა” 0-100 კმ/სთ -ს ანვითარებს 4,2 წმ -ში, ხოლო ახალი Carrera S -ი 3,9 წმ-ში. ამასთან მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 310 კმ/სთ -ს. Porsche -ში გვპირდებიან, რომ ავტომობილი 100 კმ -ზე საშუალოდ 8 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
სხვა განახლებებში უნდა აღინიშნოს ცვლილებები ოპტიკაში, ახალი საჭე მუშაობის რეჟიმების გადამრთველით, Apple -ის მხარდამჭერის მქონე განახლებული მულტიმედიური სისტემა, ახალი ამორტიზატორი და ა.შ.
ავტომობილის ყიდვა ევროპულ ბაზარზე დეკემბრის თვეში იქნება შესაძლებელი, გაყიდვები დაიწყება ახალწლამდე ორი კვირით ადრე. Porsche 911 carrera ხელმისაწვდომი იქნება €87 000 -ოდ, ხოლო S ვერსია €110 000 -ოდ.