Published on: 18 December 2015
პოლონეთის პრეზიდენტი არასწორი პარკინგის გამო დააჯარიმეს
კრაკოვის მუნიციპალიტეტის პოლიციამ გამოწერა ჯარიმა არასწორად დაპარკინგებულ ავტომობილზე, რომელიც ეკუთვნის პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. წითელი Volkswagen Golf -ი, რომელიც მოძრაობის წესების დარღვევით არის დაპარკინგებული, ბორბალის ბლოკირებით რამოდენიმე დღე იყო გაჩერებული.
ამ ავტომობილის შესახებ, რომელიც ტროტუარზე არის გაჩერებული, კრაკოვის პოლიციას გასული კვირის ბოლოს შეატყობინეს. ორშაბათს სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს მიეღოთ ზომები და “გოლფის” ბორბალი დაბლოკეს. ამას ადგილობრივი მედიიდან მოჰყვა ინფორმაცია, რომ მოცემული Volkswagen Golf -ი ეკუთვნის პოლონეთის მოქმედ პრეზიდენტს. იქიდან გამომდინარე, რომ ანჯეი დუდა სარგებლობს სახელმწიფო ტრანსპორტით, სავარაუდოდ ავტომობილი მისმა რომელიმე ნათესავმა დატოვა.
ოთხშაბათს პრეზიდენტის ქალიშვილმა ჯარიმა გადაიხადა და ავტომობილი გაიყვანა. რამდენი იყო ჯარიმის მოცულობა უცნობია, მაგრამ პოლონეთის საგზაო მოძრაობის წესებს თუ გავითვალისწინებთ, ბლოკირება იმ შემთხვევაში ედება ავტომობილის ბორბალს, როცა არასწორი პარკინგისთვის ჯარიმა 23 -დან 116 ევრომდეა.