სტატიები

Published on: 09 December 2018

ახალი Volkswagen Golf-ი: პირველი ფოტოები

მეშვიდე თაობის გოლფი 2012 წლიდან იწარმოება, გასულ წელს მან განახლება განიცადა. გავრცელებულ ტიზერს თუ დავეყრდნობით, მაშინ უნდა ვიფიქროთ,რომ ავტომობილის ძარა არ შეიცვლება. ოდნავ შეიცვლება ავტომობილის გვერდითა ნაწილი, კერძოდ სახელირების გასწვივ არსებული ჩაღრმავება. ასევე შეიცვლება ავტომობილის ფარები, ისინი უფრო დაწვრილდებიან და მიიღებენ დღის შუქდიოდურ ნათურებს.

ასევე მცირე დეტალებში შეიცვლება ავტომობილის უკანა ნაწილიც. აქ გამოჩნდება უფრო მკაცრი გეომეტრიული ფორმის ნათურები. სავარაუდოდ ცვლილებები შეეხება უკანა ბამპერსაც.

მერვე თაობის Volkswagen Golf-ის პრემიერა შემდეგ წელს არის მოსალოდნელი.

თეგები: ,


Back to Top ↑