Published on: 08 July 2015
მსოფლიოში პირველი მძიმე ელექტრონული სატვირთო BMW -სგან.
BMW -ემ 40 ტონიანი სრულიად ელექტრონული სატვირთო გამოუშვა. არა, ბავარიელები ამით ნამდვილად არ ცდილობენ i-სერიის გაფართოებას – ახალი ავტომობილი კომპანიას დაეხმარება საწარმოო პროცესში.
უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ სატვირთო პასუხს აგებს BMW -ეს საწარმოებსა და მის პარტნიორ SCHERM Group -ს შორის კომპონენტების ტრანსპორტირებაზე. ეს ყველაფერი მოხდება მიუნხენში, ამასთან ერთად ბავარიული მარკა აღნიშნავს, რომ ეს არის ევროპაში პირველი მსგავსი გამოცდილება.
სხვა ტექნიკურ დეტალებს ბავარიელები ჯერ-ჯერობით არ ახმაურებენ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ ასეთი ელექტრონული ავტომობილის გამოყენება საშუალებას მისცემს co2 -ის გამონაბოლქვის დონე წელიწადში შეამცირონ 11,8 ტ. -ით (როგორც ჩანს გულისხმობენ ჩვეულებრივ სატვირთოსთან შედარებით).