სტატიები

Published on: 01 December 2014

Mersedes-Benz -მა წარმოადგინა GLE Coupe -ს პირველი ტიზერი

4461ed4f16ae00bb2df0fbd93d

Mercedes-Benz -ის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა დიდი ხნის ნანატრი GLE Coupe -ს ფოტო-ტიზერი. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართება იანვარში დეტროიტის ავტოსალონში. მრავალრიცხოვანი ფარულად გადაღებული ფოტოსა და ვიდეოს შემდეგ ალბათ სასიამოვნო იქნება ოფიციალური ფოტოს ნახვა ავტომობილისა, რომელიც უახლოეს მომავალში BMW X6 ის კონკურენტად წარმოგვიდგება.

GLE Coupe აწყობილია ML-Class -ის პლატფორმაზე. კუპე-კროსოვერის ჯიპებისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მახასიათებელი იქნება გაცილებით მოხდენილი კონტურები და წარმოგვიდგება როგორც სპორტული მოდელი. AMG -ის ვარიანტი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ მიიღებს ბიტურბინირებულ V8 ძრავას. რათქმაუნდა სამოდელო ხაზში იქნება ბენზინის, დიზელისა და ჰიბრიდული ძრავები.

მოდელი ბაზარზე გამოვა შემდეგი წლის შემოდგომაზე. ვიზუალურად უფრო კარგად„ მას ვნახავთ იანვარში, თუ რათქმაუნდა მანამდე Mercedes -მა ოფიციალური ფოტოებით არ გაგვახარა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑