სტატიები

Published on: 09 January 2019

Mercedes-მა გადაწყვიტა პატარა მოდურ სედანზე უარი არ თქვას

ახალი A-კლასის ოჯახში უკვე გამოჩნდა ახალი სედანი, ამიტომ დადიოდა ჭორები, რომ შედარებით ძვირადღირებული მოდელი CLA უკვე საჭირო აღარაა… მაგრამ Mercedes-Benz-ის უმფროსობამ სხვაგვარად სხვაგვარად გადაწყვიტა. ხოლო დიზაინერები შეეცადნენ ავტომობილები განსხავებულები ყოფილიყვნენ.

ახალი CLA ახლა უკვე ოთხ ადგილიანია. ვგულისხმობთ იმას, რომ სალონშ უკანა განიერი სავარძლის მაგივრად, ორი სავარძელი იქნება. CLA-ს განსხვავება A-კლასის სედანისგან სიგრძითაც შეიძლება, ის 139 მმ-ით გრძელია.

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2019 -ზე სედანის მხოლოდ ერთი მოდიფიკაცია იქნა წარმოდგენული – CLA 250, რომელიც აღჭურვილია 224 ცხ.ძ.-ის მქონე 2,0 ლიტრი მოცულობის ბენზინის ტურბო ძრავით.

თეგები: , ,


Back to Top ↑