სტატიები
Published on: 26 November 2015
Mercedes -მა F1 -ში წარმატებები განსაკუთრებული A45 AMG -ით აღნიშნა
Mercedes-AMG -ში გადაწყვიტეს “ფორმულა 1” -ში გამარჯვება ახალი A45 AMG -ის სპეცვერსიით აღენიშნათ. ჰოთ-ჰეჩი, რომელიც აღჭურვილია ოთხლიტრიანი ტურბო ძრავით ხელმისაწვდომი იქნება 65 000 ევროდ.
ამ განსხვავებულ მოდელს ჰქვია Mercedes-AMG A45 PETRONAS 2015 World Champion Edition -ი. ავტომობილმა მიიღო 19 დიუმიანი დისკები და ახალი სპოილერი.
ავტომობილი აღიჭურვა ისეთი პაკეტებით, როგორებიცაა: AMG Exclusive Package, AMG DYNAMIC Plus Package, Night Package, AMG Performance -ს სავარძლები და DINAMICA -ს მოპირკეთებული საჭე.
ახალი მოდელის კაპოტ ქვეშ იმალება 381 ცხენის ძალის მქონე ტურბო ძრავა, რომელიც 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 4,2 წმ -ში.