სტატიები
Published on: 19 October 2015
Mercedes -მა ახალი E-Class -ის ძარა აჩვენა
Mercedes-Benz -მა დაუგეგმავად გააზიარა ახალი E-Class -ის ტიზერი – ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა მოდელის ძარას ფოტოები, რომლებიც გადაღებული იქნება დახურულ პრეზენტაციაზე. ჯერ-ჯერობით საუბარი მიდის მხოლოდ სედანზე, რომელის ხილვის საშუალებაც დეტროიტის ავტოსალონში იქნება შესაძლებელი. საერთო ჯამში ოჯახის მომავალი თაობისგან კიდევ ბევრი საინტერესო რამ არის მოსალოდნელი.
ჩვენ ვიცით, რომ მზადებაში მყოფ E-Class -ს საფუძვლად უდევს C-Class -იდან ცნობილი პლატფორმა MRA . ახალი მოდელი წინამორბედთან შედარებით 100კგ -ით ნაკლები იქნება. სალონის გაფორმების მხრივ ავტომობილი ახლოს იქნება S-Class -ის მოდელებთან.