Published on: 03 March 2015
Mercedes – Benz Viano ელექტროობაზე გადაიყვანეს
Mercedes – Benz -ის “მწვანე” კოლექციას ჟენევის ავტოსალონში სათავეში ჩაუდგება ახალი კონცეპტი V-ision e. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ფურგონი აწყობილია V-Class/Viano -ს ბაზაზე და აღჭურვილია C350 -ის პლაგინ-ჰიბრიდული ძალური აგრეგატით. სხვა განმასხვავებელი ნიშნები VIP სალონი და გარეგნული კოსმეტიკური ცვლილებებია.
V-ision ადვილად შეგვიძლია გამოვარჩიოთ სპორტული ბამპერებით, 20 დიუმიანი ადვილად დნობადი დისკებითა და უკანა სპოილერით. პანორამული დაბურული სახურავი კუზაოს თითქმის მთლიან ზედა ნაწილს იკავებს. ავტომობილის უკანა ნაწილში სრული კომფორტია მოწყობილი ორი მგზავრისთვის, რომლებსაც შეუძლიათ დატკბნენ გასაშლელი სავარძლებითა და სხვა მრავალი პარამეტრებით.
ავტომობილის ცხენის ძალა შედგება 333 ერთეულისგან. V-ision -ს შეუძლია 100კმ/სთ სიჩქარე განავითაროს 6,1 წამში. იგი 100 კილომეტრზე 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ამასთან 50 კილომეტრის გავლა შესაძლებელია ელექტროობაზე (სიჩქარის შეზღუდვა – მაქს. 80 კმ/სთ). სერიულ წარმოობაზე კომპანიაში ჯერ-ჯერობით არაფერს იძახიან.