სტატიები

Published on: 21 February 2019

Mercedes-Benz SLC Final Edition – მოდელის გედის სიმღერა

Mercedes-Benz SLC Final Edition-ის ახალი მოდელით გერმანული ბრენდი თავის კომპაქტურ როდსტერს ემშვიდობება. Final Edition-ი  SLC 300-ისა და AMG SLC43-ის ვერსიებში 2020 წელს გაიყიდება.

AMG SLC43-ის ძარა შეღებილია  Sun Yellow ფერით. კონტრასტისთვის გამოყენებულია შავი ფერი, რომლიც გამოყენებულია წინა სპლიტერში, ფრთების დიფუზორებში, კარის სახელურებში, სარკეებზე და უკანა ბამპერის დეტალებში.

SLC 300 Final Edition-ისთვის ცოტა სხვა ისტორია არის მომზადებული. ავტომობილი წარმოგვიდგება Selenite Grey ფერში, წინა ბამპერი და დისკები იქნება AMG-სგან. კაბრიოლეტი ხელმისაწვდომი იქნება AMG Line პაკეტთან ერთად.

ინტერიერში ორივე მოდელი მიიღებს ორი ფერის ტყავს – შავსა და ვერცხლისფერ-ნაცრისფერს. საჭე და სხვა დეტალები შემოსილი იქნება ტექსტურირებული ტყავით, რომელიც კარბონს მოგვაგონებს. კისრისა და სავარძლის გათბობები უკვე ბაზურ კომპლექტაციაში შედის.

დღეს SLC-თი ცნობილი კომპაქტური როდსტერი 1996 წელს გამოჩნდა, როგორც მოდელი SLK. Mercedes-ს სულ 710 000-ზე მეტი SLC და SLK აქვს გაყიდული.

 

 

 

თეგები: , , , , , , ,


Back to Top ↑