სტატიები

Published on: 08 November 2019

Mercedes-Benz-ში ელექტრონული “გელენდევაგენის” გამოშვების შესახებ განაცხადეს

Mercedes-Benz Cars-ის  დირექტორმა ოლა კელენუსმა განაცხადა, რომ კომპანიაში G-Class-ის მომავალის შესახებ წამოიჭრა თემა. რა დროსაც გაჟღერდა წინადადება, რომ ადრე თუ გვიან ეს ძვირადღირებული ავტომობილი კონვეირიდან მოეხსნათ, თუმცა მარკის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, რომ ავტომობილმა სიცოცხლე უნდა განაგრძოს. დიახ, G-კლასი სრულიად ელექტრონული გახდება და სავარაუდოდ EQ-ის ხაზში შევა. სამწუხაროდ კელენიუსმა ვადებზე ჯერ არ ისაუბრა.

საინტერესოა, რომ ასეთი “გელენდვაგენის” გამოჩენაზე საუბარი ერთი წლის წინაც იყო. როდესაც არნოლდ შვარცნეგერმა, რომელსაც უკვე ჰყავდა სპეცშეკვეთით აწყობილი ელექტრონული G-კლასი, Daimler-ის ხელმძღვანელს ავტომობილის “გაელექტროვება” შესთავაზა. საპასუხოდ კი მას უთხრეს, რომ ადრე თუ გვიან Mercedes-ის ყველა მოდელი ელექტრონულ ვერსიას შეიძენს.

თეგები: , ,


Back to Top ↑