Published on: 19 September 2018
Mercedes-Benz-ში 306 ცხ.ძ.-ის მქონე ჰეჩბეკი გაჩნდა
გერმანულმა მარკამ A-კლასის AMG ვერსია A35 4Matic-ი ოფიციალურდ გაასაჯაროვა. ის ჩვეულებრივი A-კლასისგან სპეციალური აეროდინამიული გარეგნობით, შეცვლილი რადიატორის ჩარჩოთი და უკანა სპოილერით შეგვიძლია გამოვარჩიოთ. ძალური აგრეგატს წარმოადგენს ორი ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავა M260, რომლის სიმძლავრეც 306 ცხენის ძალამდე გაზარდეს. ის მოქმედებაში მოჰყავს შვიდ საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს. ავტომობილის აღჭურვილია 4Matic-ის სრული ამძარვის მქონე სისტემით. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად 250 კმ/სთ-ით არის შეზღუდული.
Mercedes-AMG A35 4Matic-ის ცოცხალი ჩვენება პარიზის ავტოსალონზე არის მოსალოდნელი. გაყიდვაში ის სავარაუდოდ შემდეგი წლის დასაწყისში გამოვა. AMG-ის უმცროსი წარმომადგენელი შეეცდება კონკურენცია გაუწიოს ისეთ მოდელებს როგორებიცაა Volkswagen Golf R-ი და Audi S3.