Published on: 17 August 2015
Mercedes-Benz -მა ახალი ორკარა C-Class -ის დეტალები გაამხილა
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Mercedes -მა C-Class -ის პრემიერა გამართა და გაამხილა ახალი დეტალები. დასაწყისისთვის ავღნიშნავთ, რომ C-კუპე გაიზარდა სიგრძეში 95 მმ -ით, 40 მმ -ით სიგანეში და 80 მმ -ით ბორბლებშორისი ბაზით. ავტომობილი აღიჭურვა თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, შუქდიოდური ფარებით, AMG -ის კოსმეტიკური განახლებებით, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლითა და ავტოპარკინგით. ასევე ისეთი საინტერესო რაღაცეებით, როგორებიცაა GPS მონაცემებზე მომუშავე კლიმატ-კონტროლი და ა.შ.
რაც შეეხება ავტომობილის მამოძრავებელ ძალას, აქ ყველაფერი ნაცნობია – გამოყენებულია ოთხკარა C-Class -ის ზოგიერთი აგრეგატი. შემოთავაზებული იქნება 1,6-2,0 ბენზინის ძრავები შესაბამისად 156-245 ცხენის ძალებითა და იგივე მოცულობის 170-204 ცხენის ძალების მქონე დიზელის ძრავებით. ასევე გათვალისწინებულია მძლავრი ფუნქციონალური ვარიანტებიც. ამის გარდა, პრეს-რელიზით თუ ვიმსჯელებთ ახალი კუპე ბაზარზე გამოვა c300 4Matic (245 ცხ.ძ.) ვერსიით.
რაც შეეხება გაყიდვებს – ევროპაში დაიწყება შემოდგომით ფრანკფურტის ავტოსალონში გამართული სახალხო ჩვენების შემდეგ. ხოლო შტატებში მას მხოლოდ მომავალ წელს მიიღებენ.