Published on: 26 July 2018
Mercedes-Benz-მა A-კლასის სედანის “მოკლე” ვერსია გაასაჯაროვა
კომპანია Mercedes-Benz-მა A-კლასის სედანის გლობალური ვერსიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ აპრილში გერმანელებმა “ოთხკარას” წაგრძელებული მოდიფიკაცია წარმოადგინეს, რომელიც მხოლოდ ჩინეთში გაიყიდება. მოდელის “შემოკლებული” ვერია, როგორც მოსალოდნელია, ევროპის ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოჩნდება. ავტომობილი აიწყობა გერმანიისა და მექსიკის ქარხნებში.
ჩინური ვერსიისგან განსხვავებით გლობალური ვერსია სიგრძეში 60 მმ -ით ნაკლები იქნება. საერთო ჯამში მოდელის გაბარიტები ასეთია: სიგრძე-4549 მმ, სიგანე-1796 მმ, სიმაღლე 1446 მმ, ბორბლებსშორისი ბაზა 2729 მმ. საბარგულის მოცულობა 420 ლიტრი იქნება.
მოდელი აწყობილია ახალ პლატფორმა MFA-ზე. თავდაპირველად მწარმოებელი სედან სორ მოდიფიკაციაში გამოიყვანს, ესენია 1,3 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავით აღჭურვილი ვერსია, რომელიც გამოიმუშავებს 163 ცხ.ძ.-ს და 1,5 ლიტრი მოცულობის დიზელის ვერსია სიმძლავრით 116 ცხ.ძ.