სტატიები
Published on: 27 November 2019
MERCEDES-BENZ-ი V12-ის ძრავას ახალ S-Class-ში შეინარჩუნებს
Daimler-ის გენერალურმა დირელქოტრმა ოლა კალენუსმა განაცცხადა, რომ V12-ის ძრავები S-Class-ის შემდეგ თაობაში შენარჩუნდება. მარკის ძრავის ინჟინერთა გუნდმა შეძლო აგრეგატის ახალ ელექტრონულ სტანდარტებთან ადაპტირება. ასე, რომ Mercedes-Benz S 600 W223-ის ძარით საკულტო ძალურ აგრეგატს შეინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Mercedes-AMG-ის დირექტორმა ტობიას მოერსმა განაცხადა AMG V12-ის ძრავების “გაქრობის” შესახებ, აქედან გამომდინარე თორმეტ ცილინდრიანი ძრავა სავარაუდოდ მხოლოდ S600-სა და Mercedes-Maybach-ში იქნება შენარჩუნებული.