Published on: 20 May 2015
Mercedes-Benz -ი თვითმფრინავების ინტერიერებით დაკავდა
Mercedes-Benz -მა და გერმანიის უმსხვილესმა ავიაკომპანია Lufthansa -მ დადეს ხერშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ფირმები დაკავდებიან VIP თვითმფრინავების ინტერიერების შემუშავებით. ” ბორტი ნომერი 1″ -ის პირველი კონცეპტის ჩვენება მოხდება ჟენევაში, სპეციალურ ღონისძიება EBACE 2015 -ზე ( European Business Aviation Convention & Exhibition ) , თუმცა ოფიციალური რენდერები უკვე ხელმისაწვდომია.
უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ამ საქმით კომპანიების ქვედანაყოფები დაკავდებიან – Mercedes-Benz Style -ი და Lufthansa Technik -ი. პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ დიზაინერებმა უარი თქვეს თვითმფრინავის სალონის ტრადიციულ განლაგებაზე.ხოლო მოპირკეთებაში გამოყენებულ მატერიალებზე კი საუბარიც არ ღირს. ამაში თქვენ ფოტოების ნახვისას დარწმუნდებით.