სტატიები

Published on: 03 October 2015

Mercedes-Benz Gelandewagen -ის შექმნის ისტორია

დრაივერი გთავაზობთ მოკლე ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა საკულტო Mercedes-Benz Gelandewagen -ი და 40 წლის წინ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამაში ირანელმა შახმა.

“გელენდვაგენი” – ეს არის ცოცხალი ლეგენდა ყველგანმავლების სამყაროში. ეს ავტომობილი რომის პაპის ავტოფარეხშიც კი არის. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ Gelandewagen -ის ისტორია ჯერ კიდევ 1926 წელს დაიწყო, როდესაც შეიქმნა ექსპერიმენტალური Mercedes-Benz G1, რომელიც გამავლობის გაუმჯობესების მიზნით აღიჭურვა უკანა დამატებითი ხიდით.
001
პროტოტიპი G1 და მისი შთამომავლები G2 და G3 სერიულ წარმოებაში არ გაეშვნენ. Mercedes-benz -ის ამ ყველგანმავლების წარმოება მხოლოდ 1934 წელს დაიწყო, როდესაც G4 მოდელის მცირესერიული ნაკრების ორგანიზება მოხდა. ეს ექვსმეტრიანი ავტომობილი აღიჭურვა Mercedes-Benz -ის სპორტული მოდელების 500K -ისა და 540K -ის ძრავებით (კომპრესორის გარეშე). ეს იყო მესამე რეიხის ავტომობილი.
002
სამი წლის განმავლობაში Mercedes-benz G4 -ის მხოლოდ 57 ეგზემპლარი იქნა აიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ ყველგანმავლის ახალი ვარიანტი გაუშვა წარმოებაში – სამხედრო მოდელი G5.
003
ამ ნაკლებადმიმზიდველ ავტომობილს პატარა გაბარიტის მქონე კუზაოთი და სუსტი ძრავით, ჰქონდა ერთი უნიკალური განსაკუთრებულობა: უკანა ბორბლების ტრიალის სისტემა. ანუ G5 იყო არამხოლოდ სრულამძრავიანი, ასევე “სრულმანევრირებადიც”.
004

ბოლო მოდელის გამოშვება ხდებოდა 1937-1941 წლებში და მისმა რაოდენობამ შეადგინა 378 ეგზემპლარი, თუმცა ცნობადობით იგი საგრძნობლად ჩამორჩებოდა გიგანტ G4 -ს.

Gelandewagen -ის თანამედროვე ისტორია სათავეს იღებს 1972 წლიდან, როდესაც ავსტრალიურმა კომპანიამ Steyr-Daimler-Puch AG -მ Mercedes-Benz -თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო ყველგანმავალზე მუშაობა, სახელწოდებით H2. Mercedes-Benz -ის მარკეტინგულმა ნაწილმა Steyr-Daimler-Puch AG -ს კონსტრუქტორულ ბიუროს მისცა დავალება, რომ ეს უნდა ყოფილიყო უნივერსალური ავტომობილი, რომელიც ერთდროულად გამოსადეგი იქნებოდა როგორც სამხედრო დანიშნულებისთვის, ასევე კერძო პირებისთვისაც.

005
ავსტრალიელებმა ოპერატიულად იმუშავეს: ყველგანმავლის სრულფასოვანი მაკეტი, რომელიც ხისგან იყო დამზადებული, მზად იყო 1973 წლის გაზაფხულისთვის. ერთი წლის შემდეგ კი მომავალი Gelandewagen -ის სავალი ცდები დაიწყო.
006
ერთი სიტყვით, უცნობია თუ როგორი იქნებოდა მოდელის ბედი თუ არა ზუსტად 40 წლის წინ, 1975 წელს მომხდარი ფაქტი, რომელმაც პროექტს დიდი ბიძგი მისცა. ყველგანმავლის შესახებ შეიტყო ირანის შახმა მოჰამედ რეზა პეჰლევიმ. პროტოტიპთან გაცნობის შემდეგ, შახმა ნამდვილი სამეფო ჟესტი გააკეთა, ერთდროულად 20 ათასი ასეთი ავტომობილი შეუკვეთა თავისი ჯარისთვის. მაგრამ, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შახს არ დასცალდა – ირანში მომხდარმა სამეფო გადატრიალებამ აიძულა იგი აშშ -ს შეეფარებინა თავი. ახალმა ირანულმა მთავრობამ უარი თქვა კონტრაქტის პირობების შესრულებაზე, თუმცა კონცერნ Daimler-Benz -ის ხელმძღვანელობას, რომელმაც დიდი სახსრები დახარჯა მოდელის სერიულ წარმოებაზე, უკან დასახევი გზა არ ჰქონდა.
007
1979 წლის 10 თებერვალს ავსტრალიაში არსებული კონვეიერიდან ჩამოვიდა პირველი სერიული Gelandewagen -ი. ამ მოდელს ჰქონდა მყარი ღერძი, აღიჭურვა მერსედესის საიმედო ძრავებით, ასევე სრულამძრავიანობის სისტემით.
008
ავტომობილს სამ ვარიანტში უშვებდნენ: უნივერსალი გრძელი და მოკლე ბაზით, ასევე კაბრიოლეტი.
009
პირველი პარტიების ავტომობილები არ მოხვდნენ კერძო ხელებში და გაემგზავრნენ სამხედრო სამსახურში. დასაწყისისთვის G-Class -ი გამოსცადეს ავსტრიელმა მეომრებმა, ხოლო შემდეგ გერმანიის, არგენტინის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების მეომრებმა.ჩვეულებრივ მყიდველებსაც ავტომობილი ძალიან მოეწონათ, ამასთან საკმაოდ მალე “სამოქალაქო” ვერსიების წარმოებამ სამხედროებს გაუსწრო.
010

დროთა-დრო Gelandewagen -ი სამხედრო ავტომობილის შესაფერისი ნაკლებად ხდებოდა. მის აღჭურვილობაში გამოჩნდნენ ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა: ავტომატური გადაცემატა კოლოფი, კონდიციონერი, ტყავის სალონი, ადვილად დნობადი დისკები. ავტომობილმა ასევე მიიღო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები: ABS -ი, ESP -ი და აირბაგები. შემდგომ ავტომობილს ხელი მოჰკიდეს ტიუნინგ ატელიეებმა, მათ შორის ყველასთვის კარგად ცნობილმა AMG -იმ. ასევე კომპანიებმა, რომლებიც დაკავებულები არიან ავტომობილების ბრონირებით.
011
ყველაზე ცნობილი ბრონირებული Mercedes-Benz G-Class -ი გახდა რომის პაპის ავტომობილი, რომელიც დამზადდა 1980 წელს სპეციალურად იოანე პავლე II -ისთვის.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ამ ლეგენდის შექმნის ისტორია.

თეგები: , , , , , ,


Back to Top ↑