Published on: 06 November 2015
Mercedes-Benz G 500 Lorinser -ის გემოვნებით
Lorinser -მა წარმოადგინა Mercedes-Benz G 500 -ის განახლებების პაკეტი, რომელიც მოიცავს დამატებით სიმძლავრესა და ვიზუალურ განახლებებს.
Lorinser -ში არ წავიდნენ კარგად ცნობილი Brabus -ის კვალზე და აირჩიეს “ჩვეულებრივი” G 500, შემოისაზღვრნენ სიმძლავრის სამ ციფრიანი ნიშნულით. ავტომობილმა მიიღო დამატებით 70 ცხ.ძ. (გაიზარდა 490 ცხ.ძ. -მდე, ამასთან ბრუნვითი მომენტი შეადგენს 690 ნმ -ს), რის შემდეგაც ავტომობილი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 5,6 წმ -ში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 210 კმ/სთ -ს.
გარეგნულ განახლებებს რაც შეეხება აღსანიშნავია 22 დიუმიანი ადვილად დნობადი დისკები, რომლებიც შემოსილია 295/35 საბურავებით, ასევე Lorinser -ის ლოგო. ამასთერ ერთად Lorinser -ში გვთავაზობენ ინტერიერის ფართო არჩევანს – განსაკუთრებულ მოპირკეთებას ტყავით, სხვადსხვა ხეებითა და ყველა შესაძლო კარბონის ვარიანტებით.
მოკლედ კიდევ ერთი G-Class -ის ტიუნინგ პროექტი – მოგწონთ?