Published on: 01 November 2019
MERCEDES-BENZ E-CLAS-ს უკან იხმობენ. ავტომობილს დეტალები სცვივა
Mercedes-ის ამ მოდელის უკან მოხმობის მიზეზი გახდა ის, რომ მაღალ სიჩქარეზე მას შეიძლება სპოილერი მოსძვრეს. კამპანიის ფარგლებში გერმანელები უფასოდ შეამოწმებენ ნაწილის მიმაგრებას ავტომობილზე და საჭიროების შემთხვევაში შეაკეთებენ. საინტერესოა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში შტატებში ამ მიზნით შესაკეთებლად E-კლასის უნივერსალის 4,7 ათასი ეგზემპლარი იქნა გაშვენული.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ მაშინ ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იქნა ნაპოვნი: კონვეირზე ერთ-ერთმა სტაჟიორმა სპოილერები კარგად არ დაამაგრა 16 უნივერსალზე. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დეფექტი გაცილებით მეტ ავტომობილს აქვს. პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება ახალი ტიპის სამაგრი საშუალებაა, რომლის გამოყენებასაც Mercedes-Benz-ის ქარხანაში 2020 წლიდან დაიწყებენ.