ვიდეო

Published on: 13 May 2015

Mercedes-Benz A 45 AMG : “ლურჯი მაგია”

Mercedes -ი და AMG ჰეჩბეკების სამყაროში ლამაზად სეიჭრნენ და A 45 აღჭურვეს სპეციალური ძრავით, რის შედეგადაც ის მის მსგავს ავტომობილებში ყველაზე მძლავრად იქცა. 360 ცხენის ძალა და 450 ნმ ბრუნვითი მომენტი – ამ სიმძლავრეს გამოიმუშავებს ოთხცილინდრიანი ორი ლიტრი მოცულობის მქონე ტურბინირებული ძრავა.

ტიუნერებმა უკვე შეამოწმეს ავტომობილის პოტენციალი. ხელმისაწვდომია ასევე 400 და 425 ცხ.ძ.-ის მქონე ვარიანტებიც. “მაგრამ, გვჭირდება ჩვენ ეს?” – იფიქრეს Vossen -ში და ტრადიციულად დაკავდნენ სტილით. ჰეჩბეკის ლურჯ ეგზემპლარს დაუმატეს 20 დიუმიანი საფირმო დისკები და თავიანთ შემოქმედებას “ლურჯი მაგია” დაარქვეს. ტრადიციულად კი ავტომობილის პრომო შემოგვთავაზეს. ნახეთ და შეაფასეთ:

თეგები: , , ,


Back to Top ↑