სტატიები

Published on: 01 February 2017

McLaren -ი და BMW “მომავლის ძრავას” ააწყობენ.

McLaren Automotive და BMW ერთობლივ პროექტზე მუშაობენ, რომლის მიზანიც შიდაწვის ძრავების ახალი თაობის განვითარებაა. კომპანიები ცდილობენ ძრავის მოცულობის გაზრდის გარეშე გაზარდონ სიმძლავრე და ამასთან CO2 -ის მაჩვენებელი რაც შეიძლება მცირე იყოს. როგორც ასეთ შემთხვევებშ იძახიან ამოცანა რთულია, მაგრამ შესრულებადი.

რათქმაუნდა რეზულტატის მიღწევის შემთხვევაში ამ ტექნოლოგიას ორივე ავტომწარმოებელი გამოიყენებს. მაგრამ როგორც მოსალოდნელია, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ამ ყველაფერს 2020 წლის მერე ვიხილავთ. პროექტის საერთო ღირებულება $34 მლნ -ს შეადგენს, საიდანაც $17 მლნ -ის ინვესტირება ბრიტანულმა მთავრობამ გააკეთა. თანხის ნახევარი კი ერთმანეთში გაინაწილეს კომპანიებმა: Ricardo -მ, BMW Group -მა და Grainger and Worrall -მა. McLaren -ის ფუნქცია კი ამ შემთხვევაში უფრო ინტელექტუალურ ხასიათს ატარებს – პროექტზე მისი ინჟინრების ჯგუფი იმუშავებს.

თეგები: , ,


Back to Top ↑