Published on: 24 October 2015
Manhart -მა BMW M2 -ს ხელი მოჰკიდა
BMW -ეს ტიუნინგის ერთ-ერთმა საუკეთესო ატელიემ Manhart -მა დაანონსა განახლებების კომპლექსური პაკეტის შემუშავება ახალი M2 -ისთვის. ახლად გამოყვანილი ავტომობილი მიიღებს ახალ კოსმეტიკას, გაუმჯობესებულ აეროდინამიკასა და რათქმაუნდა დამატებით სიმძლავრეს.
ტიუნერები დამატებით დეტალებს ჯერ არ ამჟღავნებენ და შემოისაზღვრნენ ერთი რენდერითა და სისწრაფის დაპირებით. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, მაგალითად ის, რომ შესაძლოა M2 -ის 3 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიან ძრავას ატელიეში სიმძლავრე 450 ცხ.ძ. -მდე გაუზარდონ. ამ აზრამდე მივყავართ პროექტის დასახელებას – MH 450, შესაძლოა ეს ციფრი 480 -მდეც გაიზარდოს. საქმე იმაშია, რომ Manhart -მა წინა 2-series -ის პროექტს MH2 400 დაარქვა, ხოლო სინამდვილეში ავტომობილი გამოიმუშავებდა 430 ცხ.ძ. -ს.
დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე კი თქვენს ყურადღებას ვითხოვთ M2 -ის დატიუნინგების პირველ განცხადებაზე – ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ გერმანლმა Alpha-N Perfomance -მ თითქმის მსგავსი განახლებების ნაკრების პირობა დადო. პროექტის რენდერებს გთავაზობთ ქვემოთ. დაველოდოთ და ვნახოთ, თუ რომელ ატელიეს გამოუვა უკეთესი ნამუშევარი.