Published on: 12 May 2015
კროსოვერ Bentley Bentayga -ს პირველი ვიდეო რგოლი
კროსოვერ Bentley Bentayga -ს პრემიერა გაიმართება 2016 წელს, მანამდე კი ბრიტანელი ავტომწარმოებელი მთელი ძალებით ცდილობს ინტერესის გაღრმავებას ავტომობილისადმი.
მარკის პრეს სამსახურმა გაავრცელა ერთწუთიანი ვიდეო რგოლი, რომელიც საშუალებას იძლევა ვნახოთ ხელსაწყოთა პანელი და ინტერიერის ნაწილი.
იქიდან გამომდინარე, რომ Bentayga ანონსირებულია, როგორც “ყველაზე კომფორტული და მდიდრული ყველგანმავალი”, გამოქვეყნებული ვიდეო რგოლის მთავარ თემად შეხებითი შეგრძნებები იქცა, რითაც მოდელმა უნდა გააოცოს თავისი მომავალი მფლობელი.
ახალ მოდელში აღსანიშნავია სენსორული ხელსაწყო, რომელის საშუალებითაც სრულამძრავიანობის რეჟიმები იმართება, ხელსაწყოთა პანელზე დამონტაჟებული დიდი დისპლეი და ასევე ღამის ხედვის სისტემა.