Published on: 17 September 2015
პირველი Bentayga დიდი ბრიტანეთის დედოფალს შეხვდება
Bentley -ის დირექტორმა ვოლფგანგ დიურხაიმერმა განაცხადა ახალი Bentayga -ს სადედოფლო შეკვეთის შესახებ – ამ მდიდრული ავტომობილით დაინტერედა ელიზაბეტ II. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ეგზემპლარი გაემგზავრება ბუკინგემის სასახლეში.
Bentayga -ს რიგში მდგომებს მოუწევთ მისი უდიდებულესობისთვის დათმობა. რიგში კი დაახლოებით 3500 ადამიანი დგას. დიურხაიმერმა The Telegraph -თან ინტერვიუში განაცხადა წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან კომპანია მოულოდნელად დიდ მოთხოვნას წააწყდა. ამასთან მყიდველები ავტომობილის ფასს არ უშინდებიან, რომელიც 160 000 ფუნტს შეადგენს.
ამასთან ეს ციფრი მხოლოდ ფორმარულ ხასიათს ატარებს, რადგან თვითონ დიურხაიმერის თქმით მან შესაძლოა ნახევარ მილიონსაც მიაღწიოს, იმ შემთხვევაში თუ მყიდველი დაინტერესდება დამატებითი აღჭურვილობითა და ტექნიკური პარამეტრებით.