Published on: 10 December 2015
კლასიკური BMW 507 $2,5 მილიონად
აუქციონის სახლმა RM Sotheby -მ განაცხადა ფასეული ლოტის შესახებ. საუბარი მიდის კლასიკურ BMW 507 -ზე, რომელიც იწარმოებოდა 1956 წლიდან 1959 წლამდე. მოდელის სულ 252 ეგზემპლარი იქნა გამოშვებული და მისი ახლანდელი სავარაოდო ფასი შეადგენს $2,3-$2,5 მლნ -ს.
თვითონ BMW -სთვის 507 -ის პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მასში ჩადებულმა დიდმა თანხამ გამოიწვია ასევე დიდი ფასი ავტომობილზე, რამაც ძალიან დააფრთხო კლიენტები და საბოლოო ჯამში კომპანია წაგებაში წავიდა.
ყველაფრის მიუხედავად, როგორც მაგარი ავტომობილი ხალხს 507 მოსწონდა. თვითონ ელვის პრესლს ორი ასეთი ჰყავდა.
ეს კონკრეტული ეგზემპლარი გამოშვებული იქნა მოდელის წარმოების ბოლო წელს (1959 წ.). შავმა როდსტერმა წითელი სალონით რესტავრაცია 80 -იანი წლების ბოლოს განიცადა და მას შემდეგ არსებობს როგორც საკოლექციო ექსპონატი.
ავტომობილი აღჭურვილია 3,2 ლიტრი მოცულობის ალუმინის V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 150 ცხენის ძალას და მუშაობს 4 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან პარალერულად.
დღე-დღეზე ავტომობილი იპოვნის ახალ მფლობელს და 50-60 წლის შემდეგ ვფიქრობთ, რომ მისი ფასი რომოდენიმე მილიონით გაიზრდება.