Published on: 29 June 2015
Kia -მ Cee’d ოჯახი განაახლა
Kia -მ განახლებული Cee’d ოჯახის ვირტუალური პრემიერა გამართა. ახალი მოდელები გაყიდვაში გამოვლენ 2016 სამოდელო წლისთვის. მათ მიიღეს არამარტო კოსმეტიკური განახლებები, ასევე მყიდველების წინაშე წარსდგებიანი დამატებითი ძრავების გამით.
ახალ მოდელებში წინა ვერსიებთან შედარებით გაიზარდა ქრომირებული დეტალების რაოდენობა, შეიცვალა LED ოპტიკის კონფიგურაცია და მიიღეს 16 და 17 დიუმიანი დისკები, ასევე ცოტაოდენი განახლებები შეეხო ავტომობილის სალონსაც. განსაკუთრებულ განახლებებში უნდა აღინიშნოს ხმის იზოლაცია და ახალი ძრავები – აქ საუბარი მიდის ბაზურ 3 ცილინდრიან ტურბინირებულ ძრავაზე, რომლის მოცულობაც შეადგენს 1,5 ლიტრს და ხელმისაწვდომია 100-120 ცხენის ძალის მქონე ვერსიებით, ასევე 136 ცხენის ძალის მქონე (285 ნმ) 1,6 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავა, რომელმაც ჩაანაცვლა 128 ცხ. ძ. -ის მქონე აგრეგატი. ძრავების ხაზში დარჩებიან ბენზინის MPI (1,4 ლ. 100 ცხ.ძ.) , GDI (1,6 ლ. 128 ცხ.ძ.) და მძიმე საწვავზე მომუშავე 110 ცხენის ძალის მქონე ძრავები.
ხაზს სათავეში ჩაუდგება 4 ცილინდრიანი ძრავა, რომლის მოცულობაც შეადგენს 1,6 ლიტრს და გამოიმუშავებს 204 ცხენის ძალას – მოცემულ ძრავას მიიღებს Cee’d GT , რომელიც წინა მორბედთან შედარებით 0,1 წმ -ით სწრაფად განავითარებს 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ( 7,6 წმ -ში).