სტატიები

Published on: 26 November 2015

Kia -მ ახალი ბიზნეს-სედანი წარმოადგინა

Kia -ს ბიზნეს-სედანი Cadenza, ხოლო მშობლიურ სამხრეთკორეულ ბაზარზე K7 -ის სახელით ცნობილი ავტომობილი განახლდა და გამოიკვეთა სტილით,ასევე უფრო სიმპათიურია, რასაც მოდელის წინა თაობაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით.

e4ff43c685e8ae27fa80b9cdb5

Kia -ს პრეს სამსახური შემოისაზღვრა მხოლოდ ავტომობილის გარეგნული ფოტოებით, ხოლო ინტერიერი და ტექნიკური დეტალები ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შეინახა. მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, ეს ყველაფერი იქნება – მთავარია ახალი “კადენზა” აღარ გამოიყურება ბრენდის ეფექტურ და თანამედროვე მოდელებთან შედარებით ღარიბულად. ჩვენი შეხედულებით ყველაზე კარგად გამოუვიდათ წინა ფარები და რადიატორის ჩარჩო. ასევე კარგად გამოიყურება ერთად შეკრული ტრადიციული ნისლსაწინაღმდეგოები.

e70ee0e976076b41bf15c117e3

თუ ვივარაუდებთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა ავტომობილი აღიჭურვოს V6 ტვინ-ტურბო ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 370 ცხენის ძალას.

თეგები: , , ,


Back to Top ↑