Published on: 12 February 2015
Kia -მ ახალ Optima -ს ფარდა ახადა
Kia -ს პრეს სამსახურმა გამოაცხადა უცნობი კონცეპტის პრემიერა ჟენევის ავტოსალონში. ალბათ მარტში ჩვენ ვიხილავთ ახალი Optima -ს წინასერიულ ვარიანტს. ამასთან კომპანიამ გააზიარა ავტომობილის პირველი ტიზერი.
მაშ ასე, თუ კი ჩვენი ვარაუდები გამართლდა და ეს ავტომობილი არის შემდეგი თაობის “ოპტიმა”, მაშინ უნდა ითქვას, რომ მოდელში ბევრი ცვლილებები მოხდება. ყურადღებას იპყრობს გრძელი ცხვირი და ელეგანტური ოპტიკა, სადაც შუქდიოდურმა სექციებმა დაიბუდეს თავი.
წინა ბამპერი და რადიატორის ჩარო, რომლებიც გადაწყვეტილია მარკის საფირმო სტილში, ასევე გვპირდებიან იყვნენ საინტერესოები. ხოლო დისკებს რაც შეეხება ისნი უცვლელი დარჩებიან. თვითონ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ავტომობილი მიეკუთვნება D -სეგმენტს და ის გახდა რიგით მეთერთმეტე ნამუშევრად ევროპის დიზაინ-ცენტრის, რომლის ბაზაც არის ფრანკფურტში. დანარჩენ დეტალებს შევიტყობთ ერთი თვის შემდეგ, ავტომობილის პრემიერაზე.