Published on: 13 November 2015
Karma Automotive BMW -ს აგრეგატებს გამოიყენებს
Karma Automotive -მ კომპანია BMW -სთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ახალი მოდელებისთვის გამოყენებული იქნება ბავარიული კომპანიის მიერ შემუშავებული ძრავები. პირველ რიგში საუბარი მიდის ჰიბრიდულ ძალურ აგრეგატებზე.
შეთანხმების დეტალებს ჯერ არ ამჟღავნებენ, ასევე არ ამჟღავნებენ აგრეგატებსაც, რიმლებსაც ახალი Karma -ები მიიღებენ. თუმცა ცნობილია ისიც, რომ BMW მოამარაგებს ასევე ბატარეების დამუხტვის სისტემის ელემენტებით. “კარმაში” ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გერმანული კომპანიის კომპონენტები გამოყენებული იქნება ყველა მოდელში გამონაკლისის გარეშე.
ახლა კომპანიაში დაკავებული არაინ მხოლოდ ჰიბრიდულ და სრულიად ელექტრონული მოწყობილობების შემუშავებით. სახელ და მფლობელებ შეცვლილი პირველი მოდელი გამოვა 2016 წელს და აღჭურვილი იქნება პლაგინ-ჰიბრიდული სისტემით.
ყოფილმა Fisker -მა ოფიციალურად სახელი ამ წლის დასაწყისში შეიცვალა, მას შემდეგ რაც ფირმა დატოვა მისმა დამფუძნებელმა ჰენრიკ ფისკერმა და გამოჩნდა ახალი მფლობელი. კოომპანიას 2013 წლიდან არცერთი ავტომობილი არ გამოუშვია.