სტატიები

Published on: 13 May 2015

Jaguar XE ორ დამუხტულ ვერსიას მიიღებს

Jaguar -ში ერთდროულად XE -ს ორ ახალ ვერსიას ამაზადებენ, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ მათ გერმანელ მოწინააღმდეგებს ( BMW 3-Series -სა და Mercedes C-Class -ს).

ორივე ავტომობილი მიიღებს დამუხტულ V8 ძრავას. ერთ შემთხვევაში სედანი შეძლებს განავითაროს პირველი 100 კმ/სთ სიჩქარე 5 წამში. ავტომობილს ასევე შეუძლია “იტრაბახოს” XE-S -ისგან მიღებული გადაწყობილი ადაპტიური ამორტიზატორებით და ასევე 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფ ZF -ით, რომელიც მექანიკურ რეჟიმში სიჩქარეების სწრაფად შეცვლის საშუალებას იძლევა.

SVR ვერსია, როგორც წესი გაცილებით მძლავრი იქნება. 5 ლიტრიან v8 ძრავას ავტომობილში ჩასვავენ F-Type -დან, ამასთან XE გაუმჯობესდება აეროდინამიკის მხრივ და კარბონის გამოყენებით შემცირდება მასა. ყველაფერი ეს კარგად ჟღერს – იმედია Jaguar -ი მოლოდინს არ გაგვიცრუებს.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑