სტატიები

Published on: 11 December 2018

133 000 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი გასაყიდად გამოიყვანეს

პროექტ Bloodhound SSC-ის ზებგერითი ავტომობილის შეძენა სპორტქარ Ferrari 812 Superfast-ის ფასად არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ეს ამბიციური პროექტი ცხრა წლის წინ გაეშვა. შემქმნელები სიჩქარის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას 1609 კმ/სთ-მდე გეგმავდნენ. თუმცა ბოლო სატესტო გასვლაზე, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, Bloodhound SSC-მ მხოლოდ 321 კმ/სთ განავითარა.

პროექტის პრობლემების შესახებ ამ წლის შემოდგომით გახდა ცნობილი. დეკემბრის დასაწყისში კი ის ოფიციალურად დაიხურა. ახლა მიმდინარეობს მისი ქონების გაყიდვა, მათ შორის თვითონ ავტომობილისაც, რომელიც 250 000 ფუნტად არის შეფასებული. ამდენივე ღირს სუპერქარი Ferrari 812 Superfast-ი.

ავტომობილი აღჭურვილია Rolls-Royce EJ200 რეაქტიული ძრავითა და Jaguar-ის 550 ცხენის ძალის მქონე ბენზინის ძრავით. საერთო ჯამში ავტომობილი 133 151 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

თეგები: , , ,


Back to Top ↑