Published on: 16 April 2015
Jaguar XE კონვეიერზე გაემგზავრა
Jaguar Land Rover -მა XE -ს აწყობა დაიწყო, მისი პრემიერა 2014 წელს შემოდგომაზე გაიმართა. იგი არის BMW 3-Series -ის კონკურენტი. ავტომობილი იწყობა კომპანიის ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც მდებარეობს დიდ-ბრიტანეთში, სოლიხალში.
მოსალოდნელია რომ მოდელი უახლოეს მომავალში მარკის ყველაზე პოპულარულ ავტომობილად იქცეს. ყოველ შემთხვევაში ავტომობილს ბესტსელერად ქცევის ბევრი შანსი აქვს – უახლოესი ალუმინის პლატფორმა, “თავხედური” დიზაინი და ჭკვიანი ელექტრონიკა, მაგალითად მოჭიდების-კონტროლიორი, რომელიც პასუხს აგებს ნებისმიერ ზედაპირზე დენამიურ გადაადგილებაზე.
ავტომობილი აღჭურვილია Ingenium -ის ძრავებით. აქვს თანამედროვე სალონი შესანიშნავი მულტიმედიური სისტემით. მისი ფასი შიდა ბაზარზე წარმოადგენს 41 000 ევროს.
თავიდან XE ბაზარზე გამოვა 200, 240 და 340 ცხენის ძალის ვერსიებით (პლიუს 163-180 ცხენის ძალის მქონე დიზელის ვერსიებით). შემდეგ კი მოსალოდნელია ასევე დამუხტული ვარიანტებიც.