Published on: 18 March 2015
Jaguar -მა ახალი XF -ის გარეგნობა გაამჟღავნა
Jaguar XF -ის შემდეგი თაობა უკვე ახლოსაა, მისი ონლაინ პრემიერა გაიმართება 24 მარტს, ხოლო აპრილის დასაწყისში ნიუ-ორკის ავტოსალონში მოხდება მისი ცოცხალი პრეზენტაცია. ინტერესის გაღრმავების მიზნით ბირტანელებმა გამოუშვეს ორი ახალი ფოტო-ტიზერი, ასევე პატარა და ამასთანავე დამაინტრიგებელი ვიდეო რგოლი.
Jaguar -ის მთავარი დიზაინერის იან კელლმამას თქმით 2016 წლის XF იქნება ” ყველაზე ლამაზი ავტომობილი თავის კლასში – ელეგანტური, პროპორციული და გასაკვირად მიზანსწრაფული”.
რაც შეეხება მექანიკურ ნაწილს, აქ XF -მა არაფრით არ დაუთმო ასევე ახალ XE -ს. ავტომობილზე გადაიტანეს ახალი ალუმინის შასი iQ, რომელიც პირველად კონცეპტ C-X17 -ზე მოსინჯეს. ახალი მოდელი აღიჭურვება Ingenium -ის ოჯახის ძრავებით. მოსალოდნელია რომ ძრავების გამაში იქნება ასევე V8 ძრავა, რომელიც განავითარებს 600 ცხენის ძალაზე მეტს.