სტატიები
Published on: 17 September 2015
Infiniti -მ Q30 წარმოადგინა
Infiniti -მ ფრანკფურტის ავტოსალონზე წარმოადგინა Q30 -ის სერიული მოდელი. მთავარი ისაა, რომ ამ ავტომობილს საფუძვლად უდევს Mercedes-Benz -ი.
ავტომობილების სალონებს შორის არის ბევრი მსგავსება. რათქმაუნდა ისინი იდენტურები არ არიან, მაგრამ ბევრი სალონის ელემენტი მათ ერთი და იგივე აქვთ. ამის გარდა Q30 -მა ძრავა და გადაცემათა კოლოფიც Mercedes -ისგან მიიღო. საუბარია 4 ცილინდრიან აგრეგატზე (2,0ლ), დიზელის ძრავაზე (1,5ლ და 2,2ლ) და 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფზე. Infiniti დამოუკიდებლად მუშაობდა ავტომობილის ყველა ელემენტზე, ამიტომ Q30 -ს თავისი ხასიათი ექნება.