სტატიები

Published on: 30 December 2015

იანვარში BMW მომავლის ავტომობილის ინტერიერს წარმოგვიდგენს

BMW -მ დაანონსა ახალი კონცეპტი, რომელიც ნაჩვენები იქნება ლოს-ანჯელესში გამართულ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES -ზე. ეს არის Visio Car -ი ან უფრო მარტივად, რომ ვთქვათ მომავლის ავტომობილების ინტერიერების განხილვა.

მთელი ხიბლი აქ ავტომობილისა და მულტიმედიური სისტემის ურთიერთშეთანხმებაშია. მოდელი აღიჭურვება ჟესტების ამოცნობის სამგანზომილებიანი სისტემა AirTouch -ით . მძღოლსა და მგზავრებს კონსოლის ცენტრალურ ნაწილში ხელის მოძრაობით შეეძლებათ მენიუს მართვა.

მოკლედ, BMW -ში გვპირდებიან, რომ ავტომობილთან ურთიერთობა უფრო მრავალფეროვანი გახდება. ველოდებით მოვლენების განვითარებას.

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑