სტატიები

Published on: 29 November 2014

BMW წარმოგვიდგენს ჰიბრიდულ სისტემას Power eDrive -ს

80d3387f3a615bc0c3d7b7bab2

BMW -მ ჩაატარა ინოვაციური პლაგინ-ჰიბრიდული ძალური მოწყობილობის სახელად Power eDrive -ს ოფიციალური პრეზენტაცია, რომლითაც უახლოეს წლებში აღიჭურვება მარკის ყველა პრემიალური მოდელი. იგი ძველი სისტემებისგან იმით განსხვავდება, რომ ორი ელექტრო ძრავის ხარჯზე  გამომუშავებულია სიმძლავრის უმეტესი ნაწილი. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას იძლევა 600 კმ -ის გავლას, საიდანაც 100 კმ გავლილი იქნება ელექტრომოწყობილობის ხარჯზე.

ერთი ელექტრო ძრავა განთავსებული იქნება უკანა სავალ ნაწილზე, ხოლო მეორე ადგილზე, სადაც ადრე იყო ჰიდროტრანსფორმატორი 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით. 20 კვტ.სთ სიმძლავრის ბატარეა შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც განლაგებულია ცენტრალურ გვირაბში და უკანა სავარძლის ქვეშ.

რათქმაუნდა ასეთი მოწყობილობა ცოტას არ იწონის, მაგრამ სოლიდური სიმძლავრისა  და შეუდარებელი ბრუნვის მომენტის საშუალებით ავტომობილი გამოირჩევა სპორტული დინამიკით. საცდელი ვერსია, რომელიც აგებულია BMW 5-series GT -ბაზაზე ანვითარებს 670 ცხენის ძალას. BMW გვპირდება გამოუშვას პირველი სერიული ავტომობილი Power eDrive სისტემაზე 2017 წლისთვის.

თეგები: , , , , , , ,


Back to Top ↑