სტატიები

Published on: 24 November 2015

გერმანულმა MTM -მა Audi RS3 -ის სიჩქარე 300 კმ/სთ -მდე გაზარდა

Audi RS3 იყო ყველაზე მძლავრი ჰოთ-ჰეჩბეკი მსოფლიოში. დიდი ხანი არა მაგრამ იყო. მისი ყველაზე მძლავრის გახდა ახლაც შეიძლება – მთავარია ჯიბეში გქონდეთ 75 000 ევრო და მიხვიდეთ გერმანულ MTM -ში.

ამ ფასად თქვენ მიიღებთ 5-ცილინდრიან ტურბოძრავას, რომელიც ატელიეს თქმით გამოიმუშაცებს 435 ცხენის ძალასა და 605 ნმ ბრუნვით მომენტს. ეს საშუალებას აძლევს Audi RS3 -ს 0-100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს 3,9 წმ -ში, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 300 კმ/სთ -ს.

კიდევ რაც ღირებულებაში შედის ეს არის 19 დიუმიანი Nardo -ს დისკები, Michelin Pilot Super Sport -ის საბურავები, დაკოფინგურებული სავალი ნაწილი, გაუმჯობესებული მუხრუჭები, განახლებული გამოსაბოლქვი სისტემა, ასევე სხვა ელემენტები ავტომობილის სალონსა და ექსტერიერში.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑